ლაივ ჩატი

    შპს “ჩემპიონები 111” (ს/კ 240420647), (შემდგომში ,,კომპანია"), გთავაზობთ რეალური ფულით ვებგვერდზე WWW.EUROPEBET.COM თამაშებში მონაწილეობას. წინამდებარე წესები და პირობები განეკუთვნება თამაშებსა და ფსონებს რეალურ ფულზე.

    ამ მომსახურების შეთავაზების პირობები წარმოადგენს სამართლებრივ შეთანხმებას (,,შეთანხმება") თქვენსა (,,მოთამაშესა") და შპს “ჩემპიონები 111”-ს შორის. ჩვენი თხოვნაა, გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ მომსახურების პირობებს მანამ, სანამ დარეგისტრირდებით WWW.EUROPEBET.COM ვებგვერდზე ან გამოიყენებთ პროგრამულ უზრუნველყოფას (,,პროგრამას") რეალურ ფულზე სათამაშოდ.

    კომპანია ყოველთვის მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. კომპანია ოპერირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე და აწყობს აზარტულ და მომგებიან თამაშობებს სისტემურ ელექტრონული ფორმით საიტზე WWW.EUROPEBET.COM
    კომპანია ფლობს შემდეგ ნებართვებს:

    • ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა #19-05/157, გაცემული 2014 წლის 17 მარტს.
    • სათამაშო აპარატების სალონის ნებართვა #19-06/209, გაცემული 2017 წლის 22 დეკემბერს.

    ყურადღებით წაიკითხეთ ეს შეთანხმება და დარწმუნდით, რომ სრულად გესმით მისი შინაარსი. კომპანია იტოვებს უფლებას დროდადრო შეცვალოს სალიცენზიო შეთანხმება და საერთო წესები და პირობები. ნებისმიერი არსებითი ცვლილების შესახებ კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის გამოყენებისას მოთამაშე გაფრთხილებული იქნება. ეს სალიცენზიო შეთანხმება და საერთო წესები და პირობები გამოიყენება როგორც კომპანიასთან, ისე მოთამაშესთან ურთიერთობაში. ღილაკზე ,,მე თანახმა ვარ" დაჭერისას მოთამაშე აცხადებს, რომ კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში შესვლისას მას სრულად ესმის სალიცენზიო შეთანხმება, საერთო წესები და პირობები და კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის მოქმედების პრინციპები.

    მოთამაშე იძლევა თანხმობას, იმოქმედოს ქვემოთ მითითებული პირობების შესაბამისად: კომპანია გადასცემს მოთამაშეს პერსონალურ, განუსაზღვრელ ლიცენზიას კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფითა და ინტერნეტ-ქსელში სათამაშო მომსახურებით სარგებლობაზე, რომელიც არ ექვემდებარება სხვა პირზე გადაცემას. მოთამაშეს შეუძლია გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა ნებისმიერ კომპიუტერზე, რომელზეც ის ძირითადი მოთამაშეა. კომპანია უფლებას იტოვებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე გააუქმოს წინამდებარე სალიცენზიო შეთანხმება. მოთამაშეს არ შეუძლია პროგრამული უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებული პროგრამული ან წერილობითი მასალების კოპირება. მოთამაშეს არ აქვს უფლება შეცვალოს პროექტი, დააკოპიროს, წაშალოს, გადააკეთოს, თარგმნოს, სცადოს საწყისი კოდის აღმოჩენა ან თვითნაწარმოები პროდუქტების შექმნა, რომლებიც ეფუძნება პროგრამული უზრუნველყოფის სისტემას. კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა, სახელწოდების, გამოსახულების, გრაფიკის, ფოტოების, ანიმაციის, ვიდეოს, მუსიკის, აუდიოს, ტექსტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით, სრულად დაცულია კანონით საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ. ნებისმიერი არასანქცირებული კოპირება, ცვლილება/შეცვლა ან გავრცელება მკაცრად აკრძალულია და დამრღვევი პირი პასუხს აგებს კანონმდებლობის თანახმად. მოთამაშე იძლევა თანხმობას, რომ ერთპიროვნულად მხოლოდ თვითონ იქნება პასუხისმგებელი კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის გამოყენებაზე პირადი ფსევდონიმისა და პაროლის მეშვეობით. მოთამაშე ვალდებულია დაიცვას საკუთარი ფსევდონიმისა და პაროლის კონფიდენციალურობა და საიდუმლოება. ფსევდონიმისა და პაროლის ნებისმიერი არასანქცირებული გამოყენებისას პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მოთამაშეს და ასეთი გამოყენება განხილული იქნება, როგორც მისი ქმედება. კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის კომერციული გამოყენება მკაცრად აკრძალულია. მოთამაშეს უფლება აქვს ფსონები დადოს მხოლოდ საკუთარი გართობისთვის. მანამ, სანამ მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში, იგი ვალდებულია გაეცნოს იმ ქვეყნის კანონმდებლობას აზარტული თამაშების შესახებ, რომელშიც გამოიყენება პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა, რათა გამოვლინდეს დაწესებული შეზღუდვები და იმოქმედოს მათი გათვალისწინებით. მოთამაშე სრულად იღებს და ეთანხმება იმას, რომ შედეგს განსაზღვრავს შემთხვევითი რიცხვების გენერატორი. თანხა მოთამაშის ანგარიშზე გამოიყენება იმისთვის, რომ ფსონები დაიდოს თამაშებზე. კომპანია იტოვებს უფლებას, უარი თქვას რომელიმე ფსონის მიღებაზე ან შეზღუდოს იგი. მოთამაშეს ეკრძალება დადოს ფსონი, რომლის რაოდენობა აღემატება მის პირად ანგარიშზე არსებულ თანხას. მოთამაშე იღებს და კომპანიას უფლებამოსილს ხდის, რათა უზრუნველყოს ფინანსური ოპერაციების განმახორციელებელი კომპანიის ინსტრუქტირება ანგარიშიდან შენატანებისა და ამოღებების სამართავად. ამ გზით მოთამაშე კომპანიას ანიჭებს უფლებას, გასცეს მსგავსი ინსტრუქციები მისი სახელით. კომპანიას უფლება აქვს შეაფერხოს ნებისმიერი გადახდა, თუ ჩნდება ეჭვი ან დასტურდება თაღლითობა კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებით.

    უსაფრთხოების მაღალი დონის შესანარჩუნებლად და მოთამაშის უსაფრთხოების დასაცავად, კომპანია ახორციელებს უსაფრთხოების სისტემის არარეგულარულ შემოწმებებს. მოთამაშე, თავის მხრივ, აღიარებს, რომ კომპანიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია მოთამაშის იდენტიფიცირებისთვის, უსაფრთხოების სისტემის შემოწმების შემთხვევაში. მოთამაშე ვალდებულია შეიტანოს რეალური ფული თავის ანგარიშზე ფსონის დასადებად და მიიღოს დადებითი ნაშთი. ფსონის დადება შესაძლებელია მხოლოდ მოთამაშის ანგარიშზე არსებული საკმარისი თანხით. კომპანია უფლებამოსილისია სრულად, თავისი შეხედულებისამებრ: შეაჩეროს ან დააკავოს გადასახადი ნებისმიერ მოვლენაზე/მოვლენების სერიაზე მანამ, სანამ არ დამტკიცდება თითოეული მოვლენის სიმართლე შესაბამისი ორგანოების მიერ. თუ ნებისმიერი მოვლენის ან/და მოვლენების სერიის შედეგში აქტიური ჩარევა დამტკიცდება შესაბამისი ორგანოების მიერ, კომპანია უფლებას იტოვებს სრულად, თავისი შეხედულებისამებრ შეაჩეროს ნებისმიერი ფსონი, რომელიც გაკეთებულია იმ პირის მიერ, რომელიც, კომპანიის აზრით, ფლობდა შიდა (ინსაიდერულ) ინფორმაციას ფსონის განთავსებისთვის ან/და დაკავშირებულია მესამე პირებთან და მოქმედებდა მათთან ერთად ან/და ნებისმიერი სხვა სახით დაკავშირებულია ასეთ მესამე პირთან და ამის თაობაზე კომპანიას აქვს გონივრული ეჭვი.

    ყოველი მოთამაშე დამოუკიდებლად განსაზღვრავს საკუთარი ფსონის ზომას (სიდიდეს) კონკრეტული თამაშების შეზღუდვების შესაბამისად. თამაშით სარგებლობის ეფექტიანობა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა მოთამაშეს ანგარიშზე საკმარისი თანხა, რომლის დადებაც მას სურს. თუ ეს თანხა ხელმიუწვდომელია, მოთამაშე ვერ განახორციელებს ფსონის დადებას. ფსონად ითვლება მხოლოდ და მხოლოდ განსაზღვრული თანხა, რომელიც დადასტურებულია და დაწესებულია კომპანიის მიერ. თუ რეალურ ფულზე თამაშის დროს ინტერნეტთან კავშირი გაწყდება ან თამაში შეწყდება სხვა რაიმე მიზეზის გამო, მიუხედავად იმისა, თუ რას თამაშობთ და თამაშის რომელ ეტაპზე იმყოფებით, ან აგინაზღაურდებათ ფსონი თქვენს ანგარიშზე, ან თამაში გაგრძელდება იქიდან, სადაც შეწყდა, მას შემდეგ, რაც თამაშში დაბრუნდებით.

    ფულადი ერთეული: ამჟამად შესაძლებელია ფსონის გაკეთება და ფულზე თამაში შემდეგ ვალუტაში: ქართული ლარი (GEL).

    რეალურ ფულზე ფსონების განთავსება შესაძლებელია იმ ქვეყნის რეზიდენტებისთვის, სადაც თამაშები არ არის აკრძალული და, კანონმდებლობის თანახმად, მოთამაშემ მიაღწია სრულწლოვანებას.

    საქმიანობის განხორციელების ადგილი და სამართლებრივი ურთიერთობები მოთამაშესა და კომპანიას შორის რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, ყველა ვალდებულების შესრულების ადგილია საქართველოს ტერიტორია. მხარეთა შორის წამოჭრილ დავებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, განიხილავს საქართველოს სასამართლო. რეგისტრირებით მოთამაშე აღიარებს კომპანიის განსაკუთრებული (ინტელექტუალური) საკუთრების უფლებას საერთო წესებსა და პირობებზე, ასევე მის მიერ რეგულირებად სისტემაზე. წინამდებარე წესები და პირობები, ასევე ფსონის დამუშავების სისტემა და თამაშებში მონაწილეობა, რომელიც რეგულირდება ამ წესებითა და პირობებით, როგორც შინაარსობრივად, ასევე საგნობრივად დაცულია საავტორო უფლებით. ვებგვერდის პროგრამული კოდის (ლოგო, ფოტო, ვიდეო, აუდიო, ტექსტი და ა.შ.) ჩამოტვირთვა კომპანიის ვებგვერდიდან აკრძალულია. მკაცრად იკრძალება პროგრამული კოდის გამოქვეყნება, განმეორება ან სხვა ნებისმიერი მიზნისთვის გამოყენება. ყველა მოთამაშე წინამდებარე წესებითა და პირობებით ინფორმირებულია, რომ ყველა მოვლენის დრო, რომელიც მითითებულია WWW.EUROPEBET.COM-ზე, უნდა იქნეს მიღებული საათობრივი სარტყლის ფორმატში ,,GTM +4", თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მოთამაშეთა პრეტენზია კომპანიის მიმართ, მის მიერ მიყენებული ზიანის თაობაზე/ანაზღაურებაზე (კერძოდ, სისტემის ხარვეზებთან, დეფექტებთან, შეფერხებასთან, მანიპულაციით ან მონაცემთა გადაცემის შეცდომებთან დაკავშირებით) არ მიიღება/დაიშვება, უხეში, გაუფრთხილებლობასთან დაკავშირებული პრეტენზიების გარდა. ამის მიუხედავად, კომპანიის პასუხისმგებლობა არ აღემატება ფსონს ან მოგების თანხას, რომელიც ექვემდებარება გადახდას, მიუხედავად იმისა, რომელი თანხა უფრო მაღალია. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას მონაცემთა შეყვანის, გადაცემის ან შეფასების შეცდომებზე. კომპანია უფლებას იტოვებს შეასწოროს აშკარა შეცდომები, კერძოდ: რომელიც დაშვებულ იქნა კოეფიციენტებისა ან/და ფსონის შედეგების შეფასების შეყვანის დროს (მაგალითად, შეცდომა კოეფიციენტში, შედეგებში, გუნდებში და ა.შ.), ან შესაბამისი ფსონი ბათილად გამოაცხადოს. კომპანია ასევე არ იღებს პასუხისმგებლობას საინფორმაციო მომსახურების სისწორეზე, სრულყოფასა და აქტუალობაზე. შეტყობინება შედეგების შესახებ იგზავნება ელექტრონული საშუალებით. კომპანია ასევე არ იღებს პასუხისმგებლობას მიმდინარე ინფორმაციის, სტატისტიკისა და შუალედური შედეგების სისწორეზე რეალური დროის ფსონებისთვის. კომპანია უფლებას იტოვებს გააუქმოს ფსონი: თუ ეს ფსონი მოგებულია მოთამაშის მიერ ტექნიკური ხარვეზის შედეგად და კომპანიას შეუძლია დაამტკიცოს ტექნიკური ხარვეზის (ხარვეზების) ან შეცდომის (შეცდომების) ფაქტი ტექნიკური ჩანაწერების მეშვეობით. ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი შემთხვევის დროს ფსონის თანხა მოთამაშეს ანგარიშზე უბრუნდება. კომპანიას უფლება აქვს მისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე პასუხისმგებლობა დააკისროს მოთამაშეს, , თუ მოთამაშემ ანგარიშის შევსების ან/და ანგარიშზე ფულის მიღების დროს განზრახ ისარგებლა ამ ტექნიკური ან ადმინისტრაციული ხარვეზებით. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ზიანზე, რომელიც მიყენებულია ფსონებისთვის ანგარიშის განზრახ ბოროტად გამოყენების შედეგად. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერი თამაშის მონაწილეობიდან ამოიღოს მოთამაშე თავისი შეხედულებისამებრ და ამავე დროს ამაზე არ მისცეს არავითარი განმარტება. კომპანია საჯაროდ აცხადებს, რომ ფსონის განთავსება: აზარტულ და მომგებიან თამაშობაში მონაწილეობა შეიძლება შეზღუდული იყოს კანონით ან/და აკრძალული სხვადასხვა ქვეყანაში. ასეთი შეზღუდვა ან აკრძალვა შეიძლება გამოყენებული იყოს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კომპანიას აქვს ფსონის განთავსებაზე საჭირო ნებართვა (ლიცენზია ტოტალიზატორის ჩატარებაზე ან აზარტული თამაშის ორგანიზების შესახებ). აქედან გამომდინარე, მოთამაშემ უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ ფსონის განთავსება ან/და აზარტულ და მომგებიან თამაშობაში მონაწილეობა აკრძალულია ან/და დაშვებულია მხოლოდ განსაზღვრული პირობით, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესებში და პირობებში, ამის შედეგად წარმოშობილ ნებისმიერ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მოთამაშეს. მოთამაშემ ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ კომპანია არ არის ვალდებული მიაწოდოს მოთამაშეებს ინფორმაცია, ინსტრუქცია ან გაფრთხილება უფრო ფართო მასშტაბით, ვიდრე წინამდებარე საერთო წესებში და პირობებშია მოცემული. კომპანია პირდაპირ აცხადებს, რომ არ უწევს მოთამაშეს/მოთამაშეებს არავითარ კონსულტაციებს საგადასახადო დაბეგვრის საკითხებში.

    მოთამაშემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ფსონის განთავსება ან/და აზარტულ და მომგებიან თამაშობაში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დასაშვებია მხოლოდ 18 წელს მიღწეული პირებისთვის. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ზიანზე, რომელიც მიადგა მოთამაშეს მის ქვეყანაში არსებული შესაბამისი საკანონმდებლო აკრძალვის დარღვევით. ფსონის განთავსებით ან/და ნებისმიერ თამაშში მონაწილეობის მიღებით, მოთამაშე ადასტურებს, რომ უკვე მიაღწია ასეთ თამაშებში მონაწილეობისთვის ეროვნული კანონმდებლობის მიერ დადგენილ სრულწლოვანების მინიმალურ ასაკს. უფრო მეტიც, ფსონის განთავსებით ან თამაშებში მონაწილეობის მიღებით, რომელიც ითვალისწინებს ფსონის განთავსებას, მოთამაშე ადასტურებს, რომ ფლობს კომპანიასთან შეთანხმების დადებისას სრულ ქმედუნარიანობას. ამ პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მოთამაშის ანგარიშის დახურვას და ყველა მოგების გაუქმებას.

    კომპანიის ვებგვერდზე WWW.EUROPEBET.COM რეალური ფულით თამაშებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია მოთამაშის სახით. რეგისტრაციისთვის მოთამაშემ სწორად და სრულად უნდა შეავსოს შესაბამისი განაცხადის ყველა გრაფა, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს: გვარი, სახელი; პირადი ნომერი; საცხოვრებელი ადგილი; ელექტრონული ფოსტის მისამართი; დაბადების თარიღი, სქესი; აირჩიოს მოთამაშის სახელი (ფსევდონიმი), აირჩიოს პაროლი, აირჩიოს საიდუმლო კითხვა და მასზე პასუხი. კომპანია იტოვებს უფლებას, დაბლოკოს მოთამაშეები, რომლებმაც მიუთითეს ცრუ მონაცემები, ასევე უარი თქვას ნებისმიერი მოგების გადახდაზე. კომპანიის მოთხოვნისამებრ, მოთამაშე ვალდებულია წარადგინოს ოფიციალური დოკუმენტი ფოტოსურათით, რომელიც ახდენს მისი პირადობის იდენტიფიცირებას (პასპორტის, პირადობის მოწმობის ასლი). წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ მოთამაშისთვის იქმნება და იხსნება ანგარიში, რომლის მეშვეობით იქნება დადებული ყველა ფსონი და მოგება რეალური ფულით. თითო მოთამაშეს აქვს მხოლოდ ერთი ანგარიში. დარეგისტრირებულ მოთამაშეებს არ შეუძლიათ ხელმეორედ დარეგისტრირდნენ როგორც ახალი მოთამაშეები ახალი სახელით ან/და ელექტრონული ფოსტის ახალი მისამართით. ასეთი წესის დარღვევის შემთხვევაში კომპანიას აქვს უფლება, გააუქმოს კლიენტის მიერ გაკეთებული ყველა ფსონი, რომელიც განხორციელდა შესაბამისი ანგარიშით. მაქინაციაში ან თაღლითობაში ეჭვის შეტანის, ასევე წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ, ერთი მოთამაშის მიერ რამდენიმე ანგარიშის რეგისტრაციის ან ერთდროულად რამდენიმე მოთამაშის სახელით თამაშში მონაწილეობის შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს აუკრძალოს მოთამაშეს ფსონის დადება ან თამაშებში მონაწილეობის მიღება. ნებისმიერი დანაშაულებრივი და საეჭვო ქმედების შესახებ შესაბამის ორგანოებში გაიგზავნება შეტყობინება.

    რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოთამაშე ვალდებულია გაიაროს ვერიფიკაცია, კერძოდ პირადად მივიდეს შპს „ჩემპიონები 111“-ის ინტერნეტ სალაროში სადაც მოხდება მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გადამოწმება/ასლის შენახვა ან დაასკანეროს/გადაუღოს ფოტო საკუთარი პირადობის დამადასტურებელ საბუთს და ატვირთოს ვებ-გვერდზე მითითებულ ვერიფიკაციის ველში. თუ პირადობის მოწმობაში მითითებული მონაცემები დაემთხვევა სისტემაში რეგისტრაციისას მითითებულ მონაცემებს, მოხდება ანგარიშის ვერიფიცირება.

    კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციის შედეგად მოთამაშის მიერ შეყვანილი “პაროლი“ არის საიდუმლო და აკრძალულია მისი ნებისმიერი ფორმით გადაცემა მესამე პირზე. “პაროლის” უსაფრთხოებაზე უშუალო პასუხისმგებლობა ეკისრება მოთამაშეს. „პაროლის“ დაკარგვის, მისი მესამე პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემისა და მოპარვის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მოთამაშეს. კომპანია იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ უარი უთხრას მოთამაშეს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლაზე ან/და რეალურ ფულზე თამაშზე და ამავე დროს არ მისცეს მას განმარტება უარის მიზეზზე. კომპანიის ვებგვერდზე დარეგისტრირებისას მოთამაშემ უნდა აირჩიოს ფსევდონიმი (მოთამაშის სახელი). მოთამაშე ადასტურებს, რომ იგი არ აირჩევს მოთამაშის სახელს, რომელმაც შესაძლოა იგი წარმოადგინოს როგორც სხვა ან/და დაარღვიოს მესამე პირთა უფლებები. კომპანია იტოვებს უფლებას, აკრძალოს იმ მომხმარებლის სახელის გამოყენება, რომელიც, კომპანიის აზრით, შეუფერებელია. კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ნებისმიერი მოთამაშის რეგისტრაცია, რომელიც გამოიყენებს შერჩეულ სახელს საერთო წესებისა და პირობების დარღვევით ან/და სხვაგვარად, რასაც კომპანია ჩათვლის უადგილოდ. მოთამაშე პასუხისმგებელია ყველა ქმედებაზე, რომელსაც იგი განახორციელებს მოთამაშის ფსევდონიმით/სახელით და მოთამაშის პაროლით. მოთამაშე ასევე სრულად არის პასუხისმგებელი მის მიერ დარეგისტრირებული ელექტრონული ფოსტის ნებისმიერ არასანქცირებულ გამოყენებაზე, რომლის შედეგადაც სხვა პირისთვის ხელმისაწვდომი ხდება მოთამაშის ფსევდონიმი/სახელი და მოთამაშის პაროლი. თამაშის სეანსის დასრულებისას მოთამაშე იღებს ვალდებულებას, გამოვიდეს თავისი პროფილიდან. მოთამაშე პასუხისმგებელია საკუთარი პროფილის ნებისმიერ არასანქცირებულ გამოყენებაზე, ავტომატური შესვლის გამოყენების დროსაც კი კომპანიისთვის წარდგენისას/გადაცემისას, მანამ, სანამ მოთამაშე არ აცნობებს კომპანიის მოთამაშეთა მხარდაჭერის სამსახურს არასანქცირებული ფაქტის გამოყენების შესახებ ტელეფონით და არ დაადასტურებს შეტყობინებას თავის მიერ დარეგისტრირებული ელექტრონული ფოსტის მისამართიდან. მოთამაშე იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს კომპანიას ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა მოთამაშის პროფილით განხორციელებული ქმედებებისას.

    იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეს პოკერის პროგრამაში სურს მომხმარებლის სახელის შეცვლა, აუცილებელია მოთხოვნა გაიგზავნოს ელფოსტის მისამართზე nickname@europebet.com, პირადობის მოწმობის სკანირებულ ვერსიასთან ერთად. მოთხოვნაში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს მომხმარებლისთვის სასურველი 3 მომხმარებლის სახელი, რომელთაგან თავისუფალი სახელი შეიცვლება მისი არსებული მომხმარებლის სახელით გამოგზავნიდან 24 საათის განმავლობაში. პოკერის პროგრამაში მომხმარებელს 3 თვეში ერთხელ ეძლევა მომხმარებლის სახელის შეცვლის უფლება. დანარაჩენი შემთხვევები ინდივიდუალურად განიხილება.

    მოთამაშეთა პირადობის დადგენის დროს საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში - მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა ან საქართველოს ბინადრობის მოწმობა. უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის მოწმობაზე ლათინური სიმბოლოებით აუცილებლად უნდა იკითხებოდეს დოკუმენტის გამცემი ქვეყანა და ორგანო, აგრეთვე პირის სახელი და გვარი.
    კომპანია ასევე უფლებამოსილია მიიღოს ახალი სტილის მართვის მოწმობა იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი ვერიფიცირებულია - საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით ან პასპორტით, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში - მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტით ან პირადობის მოწმობით, სისტემურელექტრონული გზით.

    www.europebet.com-ზე არსებული ბალანსის მომხმარებლის მიერ არამიზნობრივი და არაკეთილსინდისიერი გამოყენების შემთხვევაში, რაც გულისხმობს ბალანსის ელექტრონული სისტემებითა და სხვა საშუალებებით შევსებას და შესაბამისად არსებული თანხის ნაწილის "ევროპაბეთის" სისტემაში ფსონზე დაუდებლობას.
    ბალანსის არამიზნობრივი და არაკეთილსინდისიერი გამოყენების ან გაუთამაშებლად თანხის გატანის შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს იმდივიდუალურად განსაზღვროს შემდეგი სანქციის ფორმები:
    დააკისროს მომხმარებელს პირგასამტეხლო გატანილი თანხის არაუმეტეს 10% ოდენობით;
    შეუზღუდოს მომხმარებელს ანგარიშზე წვდომა ნებისმიერი ფუნქციონალის მიხედვით;
    შეუჩეროს თანხის გატანა არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადით;
    ჩამოჭრას მომხმარებლის ბალანსიდან არაკეთილსინდისიერად მიღებული ბონუსისა და გამომუშავებული მოგების თანხები.
    კომპანია უფლებას იტოვებს თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს მოთამაშის მიერ შემოტანილი თანხების გათამაშების პროცენტულობა მომხმარბელის ისტორიიდან გამომდინარე და ინდივიდუალურად განუსაზღვროს გასათამაშებელი პროცენტი.

    მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სისტემები უზრუნველყოფილია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით, უმნიშვნელოვანესია, რომ თქვენც, როგორც მოთამაშემ, მიიღოთ უსაფრთხოების ზომები. ჩვენს მოთამაშეებს უსაფრთხოებისთვის ვთავაზობთ რეკომენდაციებს: ჩვენს ვებგვერდზე შესასვლელად, ვებბრაუზერში აკრიფეთ კომპანიის მისამართი WWW.EUROPEBET.COM. გირჩევთ, ზემოხსენებულის გარდა, სისტემაში შესასვლელად არ გამოიყენოთ სხვა გზები.. სიფრთხილე გამოიჩინეთ არასასურველ ელექტრონულ წერილებთან მიმართებაში. არ ჩამოტვირთოთ და არ გახსნათ ბმულები, სანამ არ დარწმუნდებით მათ სანდოობაში. ყურადღება: განსაკუთრებით ერიდეთ ისეთ წერილებს, რომლებიც თქვენგან პირადი მონაცემების გამჟღავნებას ითხოვენ. კომპანია არასდროს მოგთხოვთ პირადი ინფორმაციის მიწოდებას ელფოსტის მეშვეობით. არ გაამჟღავნოთ თქვენი მოთამაშის სახელი ან პაროლი. ჩვენი არც ერთი თანამშრომელი არ მოგთხოვთ პაროლის გაზიარებას. არ ჩაიწეროთ პაროლი და არ შეინახოთ ის კომპიუტერში. გირჩევთ, პაროლი რეგულარულად განაახლოთ. თუ გაქვთ დასაბუთებული ეჭვი, რომ თქვენს სამართავ პანელში წვდომასთან დაკავშირებული ინფორმაცია კომპრომეტირებულია, დაუყოვნებლივ შეცვალეთ პაროლი ან/და დაგვიკავშირდით. ყოველთვის გამოდით მოთამაშის პირადი სამართავი პანელიდან/სისტემიდან ღილაკ "გასვლის" მეშვეობით. დააყენეთ თქვენს კომპიუტერში ანტივირუსი ან სხვა ინტერნეტ უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პროგრამა და, შესაძლო ვირუსების აღმოჩენის მიზნით, ხშირად შეამოწმეთ ყველა ფაილი. რეგულარულად განაახლეთ თქვენი კომპიუტერის ოპერატიული სისტემა და ვებბრაუზერის პროგრამა კომპიუტერის დაცვის მიზნით.

    კომპანია აგრეთვე იტოვებს უფლებას, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შეაჩეროს არავერიფიცირებული მომხმარებლების ანგარიშები, მათი მხრიდან პირადი მონაცემების დადასტურებამდე, რაც გულისხმობს პირადობის მოწმობის ან პასპორტის სკანირებული ვერსიის წარმოდგენას.

    გადახდის თქვენთვის ხელმისაწვდომი მეთოდები მოცემულია ვებგვერდზე WWW.EUROPEBET.COM, მთავარ გვერდზე. კომპანია იტოვებს უფლებას დროებით ან მუდმივად შეცვალოს ლიმიტი. ასევე იტოვებს უფლებას მოთამაშეს გადაახდევინოს საფასური ნებისმიერი ტრანზაქციის შესრულებაზე. მოთამაშეს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს თავისუფლად გამოიყენოს დადებითი ნაშთი, იმ თანხის გარდა, რომელიც დადებულია მიმდინარე ფსონზე ან/და მიმდინარე თამაშებზე. თუ მოთამაშის ანგარიშზე შეცდომით ჩაირიცხება თანხა, ის ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას. ნებისმიერი შემდეგი მოგებული ფსონი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად იქნა დადებული შეცდომით ჩარიცხული თანხიდან, ითვლება ბათილად, მიუხედავად იმისა, რა შეფერხებით მოვიდა შეტყობინება ასეთი შეცდომის შესახებ. თუ თანხას, რომელიც შეცდომით ჩაირიცხა, გაიტანენ ანგარიშიდან ან გამოიყენებენ წაგებულ თამაშებში, კომპანიას აქვს უფლება, აინაზღაუროს საჭირო თანხა თავის სასარგებლოდ მოთამაშის მიერ მომავალში განხორციელებული დეპოზიტის თანხებიდან. კომპანია იტოვებს უფლებას, შეამოწმოს მოთამაშის შენატანი, საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მოსთხოვოს მას საკრედიტო ბარათების ასლები.

    უნაღდო ანგარიშსწორების დროს მოთამაშე ირჩევს მისთვის სასურველ პარტნიორ ბანკს ან ელექტრონულ სადეპოზიტო საშუალებას და საკუთარი ბალანსიდან გადარიცხავს თანხას შესაბამის პლასტიკური ბარათის ანგარიშზე ან ელექტრონული სადეპოზიტო საშუალების ბალანსზე.

    საქართველოს ბანკის ბარათის/ბარათების მონაცემები, ერთჯერადად შეყვანის შემდეგ, სისტემაში ავტომატურად ფიქსირდება და მათი თავიდან შეყვანა არ არის აუცილებელი.

    პირადი ბალანსიდან მოგებული თანხის გატანა შეიძლება იმ ვიზა ბარათზე, რომლის საშუალებითაც ერთხელ მაინც არის შევსებული პირადი ბალანსი.

    პლასტიკური ბარათით თანხის გატანის დროს მოქმედებს ლიმიტები: კერძოდ, 24 საათის განმავლობაში ერთი ბარათიდან, მაქსიმუმ, 5ჯერ შეიძლება თანხის შემოტანა პირად ბალანსზე და 8ჯერ გატანა (ამასთან, შემოტანილი თანხის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 3000, ხოლო გატანის - 4000 ლარს). ერთჯერადი ტრანზაქციის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1450 ლარს. მოგება გაიცემა მოგებიდან 30 დღის განმავლობაში.

    თუ მოთამაშეს დაავიწყდა რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი, მისი აღდგენის მიზნით, ის უფლებამოსილია დაუკავშირდეს კომპანიის ცხელ ხაზს და დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

    • თუ ანგარიში არ არის ვერიფიცირებული, აუცილებელია მომხმარებლმა დაასკანეროს ან ფოტო გადაუღოს თავის პირადობის დამადასტურებელ საბუთს და გამოგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@euro-pebet.com. თუ პირადობის მოწმობაში მითითებული მონაცემები დაემთხვევა სისტემაში რეგისტრაციისას მითითებულ მონაცემებს, ოპერატორი შეახსენებს ელექტრონული ფოსტის მისამართს.
    • თუ ანგარიში ვერიფიცირებულია, მომხმარებელმა მის შესახებ უნდა დაასახელოს რამდენიმე მონაცემი, კერძოდ: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის მიხედვით). იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ დასახელებული პასუხები დაემთხვევა სისტემაში რეგისტრაციისას მითითებულ მონაცემებს, ოპერატორი შეახსენებს ელექტრონული ფოსტის მისამართს.
    მოთამაშის მიერ რეგისტრაციისას მითითებული ტელეფონის ნომრის ან ელექტრონული ფოსტის შეცვლის სურვილის შემთხვევაში, მოთამაშე უფლებამოსილია დაუკავშირდეს შპს “ჩემპიონები 111-ის“ ცხელ ხაზს და დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
    • თუ ანგარიში არ არის ვერიფიცირებული, აუცილებელია მომხმარებელმა დაასკანეროს ან ფოტო გადაუღოს თავის პირადობის დამადასტურებელ საბუთს და გამოგზავნოს მისამართზე info@europe-bet.com. თუ პირადობის მითითებული მონაცემები დაემთხვევა სისტემაში მითითებულ მონაცემებს, ოპერატორი მოთამაშეს მიაწვდის ინფორმაციას ტელეფონის ნომრის ან იმეილის ჩანაცვლების თაობაზე და გადაგზავნის ტრანზაქციების კონტროლის დეპარტამენტში მისამართზე;/ transaction@europebet.com ამ ცვლილების განსახორციელებლად.
    • თუ ანგარიში ვერიფიცირებულია, მომხმარებელმა მის შესახებ უნდა დაასახელოს რამდენიმე მონაცემი, კერძოდ: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ დასახელებული პასუხი დაემთხვევა სისტემაში რეგისტრაციისას მითითებულ მონაცემებს, ოპერატორი მიიღებს ინფორმაციას ტელეფონის ნომრის ან იმეილის ჩანაცვლებაზე და გადაგზავნის ტრანზაქციების კონტროლის დეპარტამენტში მისამართზე: transaction@europebet.com ამ ცვლილების განსახორციელებლად.

    ზემოხსენებული ცვლილების განხორციელება ასევე შესაძლებელია ინტერნეტ სალაროში მოლარე ოპერატორთან მიმართვის საფუძველზე, რომელიც მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებულ მოთხოვნას გზავნას იმეილზე: transaction@europebet.com


    კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ არასწორად ჩარიცხულ თანხებზე. ეს პასუხისმგებლობა ეკისრებათ თავად მომხმარებლებს.

    ყველა უფასო ფსონი და მარკეტინგული ბონუსი, რომელიც გაიცემა კომპანიის მიერ, გამოიყენება მხოლოდ ფსონის განთავსებისთვის ან თამაშში მონაწილეობის დროს და მათი გადარიცხვა ან გატანა დაუშვებელია. ფსონის განთავსებისთვის ყველა მარკეტინგული ფსონი რჩება კომპანიის საკუთრებაში მოთამაშის მიერ პირველ გამოყენებამდე. კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს სარეკლამო აქციები წინასწარი შეტყობინების გარეშე. უფასო ფსონი ან მარკეტინგული ბონუსი გამოიყენება მხოლოდ კომპანიის საიტზე ფსონის განთავსებისთვის.

    საჩივარი ანგარიშის თაობაზე, ანგარიშიდან ამონაწერის ან მასში არსებული ნაშთის შესახებ უნდა იქნეს წარდგენილი კომპანიის ვებგვერდზე შედეგების გამოქვეყნების მომენტიდან 30 დღის განმავლობაში. თუ საჩივარი არ იქნება წარდგენილი, ითვლება, რომ მოთამაშე ეთანხმება ანგარიშზე მითითებულ ნაშთს.

    მოთამაშეებს ეკრძალებათ თამაშის კოლექტიური მეთოდების გამოყენება. თუ გაჩნდება ეჭვი, რომ მოთამაშეები იყენებენ ამგვარ ტაქტიკას (შეთქმულება), კომპანიას აქვს შემოწმების უფლება, რომლის ფარგლებში მას შეუძლია დაბლოკოს (შეაჩეროს) ასეთი პირების ანგარიშები და თანხები. მოთამაშეებს, რომლებიც მოქმედებდნენ როგორც გუნდი, ან რომელთა მიმართაც არსებობს გონივრული საფუძველი, რომ ისინი მოქმედებდნენ როგორც გუნდი, განუსაზღვრელი ვადით ჩამოერთმევათ ანგარიშებით სარგებლობის უფლება.

    მოთამაშეებს არ აქვთ უფლება, თამაშის დროს მისცენ რჩევები სხვა მოთამაშეებს ან დაარწმუნონ მოთამაშე, აირჩიოს თამაშის გარკვეული ტაქტიკა. სათამაშო მაგიდებთან დაუშვებელია უცენზურო სიტყვების გამოყენება ან მუქარა. ყველა კონფლიქტში, რომლის მოგვარება საჭიროებს სიტუაციის მართვას, ახსნას, განმარტებას ან მასში ჩარევას, კომპანიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება საბოლოო და სავალდებულოა.

    ნებისმიერი ქმედება, რომელიც კომპანიის მიერ განხილულია როგორც თაღლითობა, მკაცრად აკრძალულია. თაღლითური ქმედება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მოპარული საკრედიტო ბარათების გამოყენებას, მცდარი სარეგისტრაციო ან/და სხვა საჭირო მონაცემების წარმოდგენას, გაყალბებას, თუმცა არ შემოიფარგლება ნახსენები ქმედებებით. სხვა დანარჩენი ზომების გარდა, რომლებსაც ითვალისწინებს წინამდებარე პირობები, კომპანიას შეუძლია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს. თუ კომპანია შეამჩნევს მოთამაშე(ებ)ს ნებისმიერი ფორმის თაღლითობას ან სხვა სახის უკანონო ქმედებას, მის/მათ მიმართ ჩატარდება გამოძიება. თაღლითობაში შემჩნეულ მოთამაშეებს ან მოთამაშეებს, რომელთა მიმართაც არსებობდა გონივრული საფუძველი, რომ ისინი თაღლითობდნენ, განუსაზღვრელი ვადით ჩამოერთმევათ ანგარიშებით სარგებლობის უფლება. თაღლითობის შემთხვევაში კომპანიას აქვს უკანონო ქმედების შედეგად მიღებული ყველა მოგების კონფისკაციის (ჩამორთმევის) უფლება. მოთამაშის მხრიდან თაღლითობის გამოვლენის შემთხვევაში, რომლის დროს კომპანიას მიადგა მატერიალური/არამატერიალური ზიანი, კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. მოთამაშე იღებს ვალდებულებას, არავითარ შემთხვევაში არ ,
    გამოიყენოს რაიმე სახის შეცდომა, ვირუსი, ხარვეზი, დეფექტი ან შეუთავსებლობა (შემდგომში ,,შეცდომა"), რომლებსაც იპოვის პროგრამულ უზრუნველყოფაში, უპირატესობის მიღების ან სხვა მოთამაშეებისთვის არახელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით.

    გარდა ამისა, ნებისმიერი მსგავსი შეცდომის აღმოჩენისას მოთამაშე იღებს ვალდებულებას, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ მოთამაშეთა მხარდაჭერის სამსახურს. ვებგვერდზე თამაშის დროს აკრძალულია იმ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, რომელიც იძლევა მოწინააღმდეგის ანალიზის ან მოთამაშეთა შეთქმულების განხორციელების შესაძლებლობას, ასევე სხვა ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც, კომპანიის მოსაზრებით, მოთამაშეს აძლევს შესაძლებლობას, განახორციელოს თაღლითური ქმედებები ან აძლევს მას დაუმსახურებელ უპირატესობას სხვა მოთამაშეების წინაშე. ინფორმაცია თითოეულ მოთამაშეზე, რომელიც ჩართულია თაღლითურ საქმიანობაში, ეცნობება ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს. წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიას შეუძლია შეაჩეროს ნებისმიერი თამაში ნებისმიერ დროს ან დაბლოკოს მოთამაშე განუსაზღვრელი დროით.

    ჩვენ, ევროპაბეთი (სამეწარმეო დასახელება შპს "ჩემპიონები 111"), ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ონლაინ სერვისის გამოყენება თქვენი მხრიდან დიდი ნდობის მანიშნებელია. ვაფასებთ თქვენს ნდობას და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ ზუსტად იყოთ ინფორმირებული, თუ რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას (შემდეგში "პერსონალური ინფორმაცია") და თუ რა ზომებს მივმართავთ იმისთვის, რომ თქვენი მონაცემები კონფიდენციალური იყოს. პერსონალური ინფორმაცია გულისხმობს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, როგორიცაა სახელი, გვარი, მისამართი, დაბადების თარიღი, ანგარიშსწორების დეტალები და თქვენ მიერ მოწოდებული სხვა ინფორმაცია. ევროპაბეთი შეეცდება უზრუნველყოს, რომ პერსონალური ინფორმაციის გამოყენება შეესაბამება იმ ქვეყნების მონაცემთა დაცვისა და პერსონალური ინფორმაციის შესახებ კანონმდებლობას, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, და წინამდებარე განცხადების პერსონალური ინფორმაციის მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას.

    რა არის ქუქი ფაილები?

    ქუქი ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომელსაც თქვენი ბრაუზერი (მაგალითად, ინტერნეტ ექსპლორერი ან საფარი) ინახავს თქვენს კომპიუტერში. ეს ფაილები ვებსაიტებს საშუალებას აძლევს კონტენტი მოარგოს მომხმარებელს. ქუქი ფაილები შეგიძლიათ აღიქვათ როგორც ვებსაიტის მეხსიერება, რომელიც გამოიცნობს, როდის ბრუნდებით და შესაბამისად რეაგირებს.

    როგორ იყენებს Europebet-ის ვებგვერდი ქუქი ფაილებს?

    Europebet-ის ვებგვერდზე ვიზიტისას შესაძლებელია შემდეგი ქუქი ფაილების გენერირება:

    • ვებგვერდის მუშაობის ქუქი ფაილები
    • ანონიმური ანალიტიკის ქუქი ფაილები
    • ჯეოლოკაციის ქუქი ფაილები
    • სარეგისტრაციო ქუქი ფაილები
    • სარეკლამო ქუქი ფაილები
    • მესამე მხარის სარეკლამო ქუქი ფაილები

    გვერდის მუშაობის ქუქი ფაილები

    ამ ტიპის ქუქი ფაილები იმახსოვრებს Europebet-ის გვერდზე თქვენს პრეფერენციებს, ისე რომ, არ გჭირდებათ საიტზე ყოველი შესვლისას ყველაფრის ხელახლა დაყენება. მაგალითად, ვებსაიტის ენა.

    ანონიმური ანალიტიკის ქუქი ფაილები

    ყოველთვის, როდესაც მომხმარებელი ვებგვერდს სტუმრობს, სხვა ორგანიზაციის მიერ მოწოდებული პროგრამა აგენერირებს "ანონიმური ანალიტიკის ქუქი ფაილებს". ეს ქუქი ფაილები მიუთითებენ, მანამდე სტუმრობდით თუ არა საიტს. თქვენი ბრაუზერი გვიკარნახებს, გაქვთ თუ არა ქუქი ფაილები, და თუ არ გაქვთ, ახალს გამოიმუშავებს. ეს საშუალებას მოგვცემს გავიგოთ, რამდენი მომხმარებელი გვყავს და რამდენად ხშირად სტუმრობენ გვერდს. თუ Europebet-ის გვერდზე შემოსული არ ხართ (ანგარიშით), ჩვენ ვერ გამოვიყენებთ ქუქი ფაილებს პერსონალური იდენტიფიცირებისთვის. ქუქი ფაილებს ვიყენებთ სტატისტიკისთვის, მაგალითად, რომ გავიგოთ გვერდზე ვიზიტორების რაოდენობა. თუ შემოსული ხართ თქვენი სახელით, ჩვენ ვიცით თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემების შესახებ, როგორიცაა მომხმარებლის სახელი და ელფოსტის მისამართი.

    გეოლოკაციის ქუქი ფაილები

    ამ ქუქი ფაილებს იყენებს პროგრამა, რომელიც ცდილობს თქვენი ადგილსამყოფლის დადგენას იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მიიღო თქვენი ბრაუზერიდან, როდესაც შემოხვედით ვებგვერდზე. ეს ქუქი ფაილი სრულიად ანონიმურია და მას მხოლოდ ჩვენი კონტენტის მიზნობრიობისთვის ვიყენებთ - მაგალითად, როგორიცაა, თუ რომელ ენაზე უნდა დაინახოთ მთავარი გვერდი - ქართულად, რუსულად თუ ინგლისურად.

    სარეგისტრაციო ქუქი ფაილები

    როდესაც დარეგისტრირდებით Europebet-ზე, გამომუშავდება ის ქუქი ფაილები, რომელიც გვაცნობებს, შემოხვედით საიტზე თუ არა. ჩვენი სერვერები ამ ქუქი ფაილებს იყენებს იმისთვის, რომ დაადგინოს, თუ რომელი ანგარიშით შემოხვედით და გაქვთ თუ არა ამ კონკრეტული სერვისით სარგებლობის უფლება. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი სარეგისტრაციო ქუქი ფაილებიდან, ანალიტიკური ქუქი ფაილებით, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია იმის დასადგენად, თუ რომელი გვერდები მოინახულეთ Europebet-ის გვერდზე.

    მესამე პირების ქუქი ფაილები

    ჩვენი ვებგვერდის ზოგიერთ გვერდზე შესაძლოა სხვა ორგანიზაციებმაც დააყენონ ანონიმური ქუქი ფაილები, რომლის მიზანია მათი აპლიკაციის წარმატების დადგენა ან ამ აპლიკაციის თქვენზე მორგება. ქუქი ფაილების მუშაობის გათვალისწინებით, ჩვენს ვებგვერდს ამ ქუქი ფაილებთან წვდომა არ აქვს, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციებს არ აქვთ წვდომა იმ მონაცემებზე, რასაც ჩვენს ვებგვერდზე ვიყენებთ.

    როგორ გამოვრთოთ ქუქი ფაილები?

    როგორც წესი, შეუძლებელია ბრაუზერს შეუჩეროთ ქუქი ფაილების მიღება ან კონკრეტული ვებგვერდიდან შეაჩეროთ ქუქი ფაილების მიღება. ამასთან, ჩვენ ვერ დაგპირდებით, რომ თუ ქუქი ფაილების გამოყენების გარეშე შემოხვედით, შეძლებთ კომენტარის დატოვებას.
    ყველა თანამედროვე ბრაუზერი საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ ქუქი ფაილების პარამეტრებით. პარამეტრები შეგიძლიათ ნახოთ თქვენი ბრაუზერის მენიუში. პარამეტრების უკეთ გასაცნობად ესტუმრეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებს ან გამოიყენეთ ღილაკი "დახმარება" თქვენს ბრაუზერში.

    • Cookie settings in Internet Explorer
    • Cookie settings in Firefox
    • Cookie settings in Chrome
    • Cookie settings in Safari web and iOS.

    სასარგებლო ბმულები

    თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ქუქი ფაილებისა და ინტერნეტში მათი გამოყენების შესახებ, ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:

    Microsoft Cookies guide
    All about Cookies

    კომპანიის თანამშრომლებს, ლიცენზიანტებს, მომწოდებლებს, ფილიალებსა და შვილობილ კომპანიებს არ აქვთ თამაშებში მონაწილეობის უფლება. პირი, რომელიც მონაწილეობს თამაშებში, შემდგომში იწოდება ,,მოთამაშედ". მოთამაშის მიერ პროგრამის ჩაშვება (ჩატვირთვა), ანგარიშის გახსნა, ანგარიშის გამოყენება და ხელახლა გამოყენება, თამაშებში მონაწილეობა და მოგების მიღება ნიშნავს, რომ მოთამაშე აცხადებს, იძლევა გარანტიას და ადასტურებს შემდეგს: პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლოა შეიცავდეს შეცდომებს და ხარვეზებს. თუ მოთამაშისთვის ცნობილი გახდება, რომ პროგრამული უზრუნველყოფა შეიცავს შეცდომებს ან ხარვეზებს, ის იღებს ვალდებულებას, არ გამოიყენოს ისინი რაიმე სახის მოგების/სარგებლის მისაღებად. გარდა ამისა, თუ მოთამაშე გაიგებს შეცდომების ან ხარვეზების შესახებ, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს კომპანიას.

    კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება წინამდებარე წესებსა და პირობებში. ყოველთვის, როცა მოთამაშე/მოთამაშეები ხსნის ანგარიშს, იყენებს ამ ანგარიშს (თავდაპირველად ან განმეორებით), დებს ფსონს, მონაწილეობას იღებს შეთავაზებულ თამაშებში ან იღებს ნებისმიერ პრიზს, ის თანხმდება საერთო წესებისა და პირობების მიმდინარე ვერსიაზე და ვალდებულებას იღებს შეასრულოს ეს საერთო წესები და პირობები, მათ შორის ნებისმიერი ცვლილება ან დამატება, რომელიც შეიძლება დროდადრო შევიდეს საერთო წესებსა და პირობებში.

    მოთამაშე აცხადებს თანხმობას, რომ საერთო წესებისა და პირობების ცვლილებების გასაგებად, ხშირად მოინახულებს კომპანიის საიტს WWW.EUROPEBET.COM, სულ მცირე, თვეში ერთხელ.

    საერთო წესებისა და პირობების განმარტებასთან ან თარგმანთან დაკავშირებით რაიმე სხვადასხვაობის აღმოჩენის შემთხვევაში, პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება საერთო დებულებებისა და პირობების ქართულ ვერსიას.

    წესების არცოდნა არ არის ფსონის ან/და ხელშეკრულების მოშლის მიზეზი და, წინამდებარე წესების თანახმად, არ ათავისუფლებს მოთამაშეს ვალდებულებისგან. წინამდებარე წესები ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე.

ევროპაბეთი იყენებს ქუქი ფაილებს. ეს საშუალებას გვაძლევს ვებგვერდი იყოს კომფორტული და მოსახერხებელი