ლაივ ჩატი

    პერსონალური ინფორმაციის დაცვა

    ჩვენ, ევროპაბეთი (სამეწარმეო დასახელება შპს "ჩემპიონები 111"), ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ონლაინ სერვისის გამოყენება თქვენი მხრიდან დიდი ნდობის მანიშნებელია. ვაფასებთ თქვენს ნდობას და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ ზუსტად იყოთ ინფორმირებული, თუ რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას (შემდეგში "პერსონალური ინფორმაცია") და თუ რა ზომებს მივმართავთ იმისთვის, რომ თქვენი მონაცემები კონფიდენციალური იყოს. პერსონალური ინფორმაცია გულისხმობს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, როგორიცაა სახელი, გვარი, მისამართი, დაბადების თარიღი, ანგარიშსწორების დეტალები და თქვენ მიერ მოწოდებული სხვა ინფორმაცია. ევროპაბეთი შეეცდება უზრუნველყოს, რომ პერსონალური ინფორმაციის გამოყენება შეესაბამებოდეს იმ ქვეყნების მონაცემთა დაცვისა და პერსონალური ინფორმაციის შესახებ კანონმდებლობას, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, ხოლო პერსონალური ინფორმაციის შესახებ წინამდებარე განცხადების მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას.

    როგორ იღებს ევროპაბეთი თქვენს პერსონალურ ინფორმაციას


    ვებგვერდი:
    ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ ნებისმიერ პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც შეგყავთ ვებსაიტზე ან გვაძლევთ სხვა საშუალებით, აპლიკაციის ჩათვლით. პერსონალური ინფორმაცია საჭიროა ევროპაბეთზე რეგისტრაციისა და ანგარიშის გახსნის მიზნით. როდესაც შემოდიხართ ვებსაიტზე ან სარგებლობთ აპლიკაციით, ჩვენ ავტომატურად ვიღებთ სესიის ინფორმაციას კომპიუტერიდან ან სხვა მობილური მოწყობილობიდან. ამგვარად მიღებულ ინფორმაციას ვიყენებთ პარამეტრების მომხმარებელზე მორგების მიზნით; თაღლითობის თავიდან ასაცილებლად; რეკლამების, სპეციალური შემოთავაზებებისა და თქვენთვის საინტერესო სხვა ინფორმაციის მოწოდებისთვის; და სხვა კანონიერი მიზნებისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ "ქუქი ფაილების შესახებ".

    პერსონალური ინფორმაციის მოწოდებისას, როდესაც ტელეფონის ნომერსაც უთითებთ, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, სერვისების გაუმჯობესებისა და სპეციალური შემოთავაზების მიზნით, ევროპაბეთი დაგიკავშირდეთ. ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით, სატელეფონო საუბარი შესაძლოა ჩავიწეროთ.

    სოციალური მედია:
    თუ გამოიყენებთ ევროპაბეთის სოციალური მედიის არხებს, ან ჩვენს ვებგვერდზე, ან აპლიკაციის საშუალებით, ან სხვა გზით, ჩვენ, ჩვენი წესების თანახმად, სოციალური მედია პროვაიდერის მეშვეობით ვიღებთ ინფორმაციას.

    მესამე მხარე:

    ამის გარდა, შესაძლებელია თქვენ შესახებ პერსონალური და არაპერსონალური ინფორმაცია მივიღოთ ფილიალებისგან, ბიზნეს პარტნიორებისგან, სხვა დამოუკიდებელი მესამე მხარისგან და დავურთოთ თქვენს ანგარიშს. მაგალითად, საკონტაქტო ინფორმაცია, შესყიდვების ისტორია და დემოგრაფიული ინფორმაცია. როდესაც მესამე მხარისგან ვიღებთ ინფორმაციას, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ვიღებთ შესაბამის ინფორმაციას. ჩვენს ვებსაიტზე ან აპლიკაციის მეშვეობით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ამგვარი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით.

    როგორ გამოვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

    ჩვენ ვიყენებთ ფრიად საფრთხილო ხასიათის საანგარიშსწორებო ინფორმაციას (როგორიცაა ბარათის მფლობელის სახელი, გვარი, საკრედიტო ბარათის ნომერი და ვადის ამოწურვის თარიღი) ჩვენი ვებსაიტიდან ან აპლიკაციიდან შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით. სხვა სახის ინფორმაციას ვიყენებთ შემდეგი ზოგადი მიზნებისთვის: თქვენი მოთხოვნის მიხედვით, შესაბამისი პროდუქტებისა და სერვისების უზრუნველსაყოფად; ჩვენი ანგარიშებისა და ჩანაწერების საწარმოებლად; ზოგადად თქვენთან საკომუნიკაციოდ; თქვენს კითხვებსა და კომენტარებზე პასუხის გასაცემად; ვებსაიტის გამოყენების დონისა და სერვისის ხარისხის მონიტორინგისთვის; ინტერესების განსაზღვრისა და პროდუქტების, სერვისების, ვებსაიტისა და აპლიკაციების გაუმჯობესების მიზნით; სპეციალური შემოთავაზებების, პროდუქტების ან თქვენთვის საინტერესო სერვისების მოწოდების მიზნით; ვებსაიტის ან აპლიკაციების თქვენთვის მორგების მიზნით; თქვენი დაჯილდოებისა და სტიმულის მიზნით, თუ მსგავსი პროგრამის ნაწილი ხართ თქვენი სურვილის შესაბამისად; ინფორმაციის გამოთხოვა თქვენგან, მათ შორის გამოკითხვების საშუალებით; დავების გადაჭრის, თანხების შეგროვების ან სხვა სისტემური პრობლემების აღმოფხვრის მიზნით; პოტენციურად უკანონო ან აკრძალული მოქმედებების თავიდან აცილების მიზნით; წესებისა და პირობების ძალაში შესვლის მიზნით; და, როგორც სხვაგვარად არის განმარტებული, ინფორმაციის შეგროვების მომენტში.

    პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროება/გაზიარება


    ზემოაღნიშნული მიზნებისთვის თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადავცეთ ან გავუზიაროთ ნებისმიერ კომპანიას, ჩვენი კომპანიების ჯგუფის წევრს, რომელიც ცნობილია როგორც ბეთსონ ჯგუფი ან ბიზნეს პარტნიორს, და რომელიც წინამდებარე განცხადების საფუძველზე ამუშავებს თქვენ შესახებ პერსონალურ ინფორმაციას. ჩვენ და ეს კომპანიები დროდადრო, დამუშავების მიზნით, პერსონალურ ინფორმაციას ვაწვდით მესამე მხარეს. დამუშავებას უზრუნველყოფს კონტრაქტი. კანონის ან რეგულაციის მოთხოვნის შესაბამისად, პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს შესაბამის სამთავრობო, მარეგულირებელ ან სამართალდამცავ ორგანოს.

    თანხმობა

    პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენით და ჩვენს ვებგვერდზე დარეგისტრირებით, ასევე თქვენი ანგარიშით ჩვენს ვებგვერდზე შემოსვლით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ შპს "ჩემპიონები 111"-მა, წინამდებარე განცხადების საფუძველზე, დაამუშაოს და გასცეს პერსონალური ინფორმაცია. ამ ჯგუფის მხოლოდ შესაბამისი დეპარტამენტები დაამუშავებს თქვენ შესახებ ინფორმაციას, როგორიცაა კლიენტთან ურთიერთობის სამსახური, ანგარიშსწორებისა და თაღლითობის სამსახური, AML ანალიტიკოსი და შესაბამისობა. თუ გსურთ თქვენი თანხმობის გადახედვა, შეცვლა ან შეზღუდვა, გთხოვთ გვაცნობოთ დეტალების შესახებ ჩვენს ვებგვერდზე "დაგვიკავშირდით" გრაფის საშუალებით.

    ზოგადი ინფორმაცია

    ბეთსონ ჯგუფი მოიცავს ყველა პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ სუბსიდიარს და წევრ-კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით.

    იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური ინფორმაციის დამუშავების მიზნები შეიცვლება, ჩვენ შეძლებისდაგვარად სწრაფად გაცნობებთ ამის შესახებ და თუ საჭიროა, თქვენგან მოვითხოვთ დამატებით თანხმობას.

    ბეთსონ ჯგუფი წევრების შესახებ სრული ინფორმაციისთვის, თუ სად ფუნქციონირებენ, ან თქვენი პერსონალური ინფორმაციის ასლისთვის, ან მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული სხვა საკითხებისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ ევროპაბეთს. ჩვენს ვებგვერდზე "დაგვიკავშირდით" გრაფის საშუალებით.
ევროპაბეთი იყენებს ქუქი ფაილებს. ეს საშუალებას გვაძლევს ვებგვერდი იყოს კომფორტული და მოსახერხებელი