BROWSER NEEDS UPDATING

თქვენი ბრაუზერი მოძველებულია. გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი უკეთესი სათამაშო გამოცდილებისთვის/ეფექტისთვის
UPDATE
დახურვა
ითამაშე მხოლოდ
სიამოვნებისთვის

პრიზის მისაღებად გაიარე ავტორიზაცია და გატეხე სეიფი

შესვლა გაიგე მეტი

პრიზის მისაღებად დაიწყე სეიფის გატეხვა

სეიფის გატეხვა

სეიფის გატეხვა დაწყებულია.

სეიფს დაცვის დამატებითი მექანიზმი აღმოაჩნდა. პროცესი მალე დასრულდება.

ჩემი სეიფი

სეიფი წარმატებით გატყდა!

პრიზის ნახვა

    მაგიდის თამაშების წესები

    3 კარტა ბურას წესები

    წესები და პირობები:
    ♦ თამაშში მონაწილეობს ორი მოთამაშე 20 კარტით:

    კარტიქულა
    ტუზი11 ქულა
    10-ანი10 ქულა
    მეფე4 ქულა
    დამა3 ქულა
    ვალეტი2 ქულა


    ♦ მაგიდის შემქმნელის მოწინააღმდეგე ირჩევს კარტის ფერს - წითელი თუ შავი, გამოცნობის შემთხვევაში თამაშს დაიწყებს თვითონ, ვერგამოცნობის შემთხვევაში კი - მოწინააღმდეგე.
    ♦ მოთამაშეებს ურიგდებათ სამ-სამი კარტი.
    ♦ დარიგების შემდეგ იხსნება ერთი კარტი, რომელიც განსაზღვრავს კოზირს.
    ♦ სვლა კეთდება:
    • ერთი კარტით
    • ერთი "მასტის" ორი კარტით
    • ან ერთი "მასტის" სამი კარტით

    ♦ თუ კარტი გაჭრილია მოწინააღმდეგის კარტით, მაშინ კარტი მიაქვს მოწინააღმდეგეს, მაგრამ თუ ერთი კარტი მაინც დარჩა გაუჭრელი, მაშინ - კარტის ჩამომსვლელს.
    ♦ კარტის გატანება "მასტის" მიხედვით აუცილებელი არ არის.
    ♦ მოგებულია ის, ვინც პირველი შეასრულებს 31 ქულას.
    ♦ მოგებულად თავის გამოცხადება მოთამაშეს შეუძლია მხოლოდ თავისი სვლის დროს. ამ შემთხვევაში მან უნდა დააჭიროს ღილაკს "ვარ".
    ♦ თუ მოთამაშე თავს გამოაცხადებს მოგებულად და მას არ აღმოაჩნდება 31 ქულა, იგი ითვლება წაგებულად.
    ♦ თუ მოთამაშე ვერ ჭრის მოწინააღმდეგის მიერ ჩამოსულ კარტს, მას უფლება აქვს ოპონენტს ფარულად გაატანოს კარტი, ამობრუნების გარეშე. ამისთვის უნდა აარჩიოს კარტი და დააჭიროს ღილაკს "გატანება".
    ♦ თამაში მიმდინარეობს წინასწარ არჩეულ ქულამდე. მოთამაშემ მაგიდის გახსნამდე უნდა აირჩიოს, სადამდე სურს თამაში: 1 ქულამდე, 3 ქულამდე, 5 ქულამდე, 7 ქულამდე თუ 11 ქულამდე.
    ♦ სვლის გაკეთების წინ მოთამაშეს შეუძლია მოწინააღმდეგეს შესთავაზოს ქულის გაორმაგება - "დავი". მოწინააღმდეგეს შეუძლია:
    • უარი თქვას შეთავაზებაზე და დათმოს ხელი
    • წავიდეს შეთავაზებაზე და გააგრძელოს თამაში უკვე ორ ქულაზე
    • მოითხოვოს გასამმაგება - "სე".

    მოწინააღმდეგეს აქვს ისევ სამი ვარიანტი: უარი, სვლა, ან გაოთხმაგების შეთავაზება "ჩარი". შეთავაზება შეიძლება 6-მდე ("ფანჯი", „შაში").
    ♦ მოთამაშეს სვლის მოსაფიქრებლად ეძლევა გარკვეული დრო. თუ დროს გადააცილა, წაგებულად ითვლება მთლიან თამაშში.
    ♦ თუ მოთამაშეს კავშირი გაუწყდა თამაშთან, დასაბრუნებლად ეძლევა 120 წამი.. თუ ამ დროში მოთამაშე არ დაბრუნდება მაგიდასთან, თამაში წაგებულად ჩაეთვლება.
    ♦ თამაშის რეიკი (მომსახურების საკომისიო) შეადგენს პოტის 0.5%-ს.
    ♦ მინიმალური ფსონი – 0.20 ლარი
    ♦ მაქსიმალური ფსონი – 1000 ლარი.

    კომბინაციები და მათი გათამაშების წესები:
    ♦ „მალიუტკა“ - სამი ერთნაირი „მასტის“ კომბინაცია.
    • თუ მოთამაშეს მაგიდის შექმნისას მონიშნული აქვს "მალიუტკა ურიგოდ”, კომბინაცია "მალიუტკის" სვლა ხდება ურიგოდ.
    • თუ მონიშნულია "მალიუტკა რიგით”, მოთამაშე ელოდება თავის რიგს.
    ♦ „ბურა“ - სამი კოზირის კომბინაცია.
    • „ბურას“ სვლა ხდება ურიგოდ.
    • იმ შემთხვევაში, როცა მოთამაშეს აღმოაჩნდება "ბურა", იგი პარტიას იგებს დაგროვილი ქულების რაოდენობისგან დამოუკიდებლად.
    ♦ „სამეფო ბურა“ - სამი ტუზის კომბინაცია, საიდანაც ერთი აუცილებლად კოზირის ტუზია.
    • იმ შემთხვევაში, როცა მოთამაშეს აღმოაჩნდება „სამეფო ბურა“, იგი იგებს მთლიან პარტიას.
    • სამეფო ბურა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეს მაგიდის შექმნისას მონიშნული აქვს „სამეფო ბურა“.

    5 კარტა ბურას წესები

    წესები და პირობები:
    ♦თამაშში მონაწილეობს ორი მოთამაშე 36 კარტით:

    კარტიქულა
    ტუზი11 ქულა
    10-იანი10 ქულა
    მეფე4 ქულა
    დამა3 ქულა
    ვალეტი2 ქულა
    9-იანი0 ქულა
    8-იანი0 ქულა
    7-იანი0 ქულა
    6-იანი0 ქულა

    ♦ მაგიდის შემქმნელის მოწინააღმდეგე ირჩევს კარტის ფერს - წითელი თუ შავი, გამოცნობის შემთხვევაში თამაშს თვითონ იწყებს , ვერგამოცნობის შემთხვევაში კი - მოწინააღმდეგე.
    ♦ მოთამაშეებს ურიგდებათ ხუთ-ხუთი კარტი.
    ♦ დარიგების შემდეგ იხსნება კარტი, რომელიც განსაზღვრავს კოზირს.
    ♦ სვლა კეთდება:
    • ერთი კარტით
    • ერთი „მასტის“ ორი კარტით
    • ერთი „მასტის“ სამი კარტით
    • ერთი „მასტის“ ოთხი კარტით
    • ერთი „მასტის“ ხუთი კარტით
    ♦ თუ კარტი გაჭრილია მოწინააღმდეგის კარტით, მაშინ კარტი მიაქვს მოწინააღმდეგეს, მაგრამ თუ ერთი კარტი მაინც დარჩა გაუჭრელი - კარტის ჩამომსვლელს.
    ♦ კარტის გატანა ხდება გახსნილად.
    ♦ მოგებულია ის, ვისაც პარტიის დასრულებისას ექნება ყველაზე მეტი ქულა (61 ან მეტი).
    ♦ თამაში მიმდინარეობს წინასწარ არჩეულ ქულამდე. მოთამაშემ მაგიდის გახსნამდე უნდა აირჩიოს, სადამდე სურს თამაში:1 ქულამდე, 3 ქულამდე, 5 ქულამდე, 7 ქულამდე თუ 11 ქულამდე.
    ♦ სვლის გაკეთების წინ მოთამაშეს შეუძლია მოწინააღმდეგეს შესთავაზოს ქულის გაორმაგება - "დავი". მოწინააღმდეგეს შეუძლია:
    • უარი თქვას შეთავაზებაზე და დათმოს ხელი
    • მიიღოს შეთავაზება და გააგრძელოს თამაში უკვე ორ ქულაზე
    • მოითხოვოს გასამმაგება - "სე".
    მოწინააღმდეგეს აქვს ისევ სამი ვარიანტი: უარი, სვლა, ან გაოთხმაგების შეთავაზება "ჩარი". შეთავაზება შეიძლება 6-მდე ("ფანჯი", „შაში").
    ♦ მოთამაშეს სვლის მოსაფიქრებლად ეძლევა გარკვეული დრო. თუ მან გადააცილა დროს, წაგებულად ითვლება მთლიან თამაშში.
    ♦ თუ მოთმაშეს კავშირი გაუწყდა თამაშთან, დასაბრუნებლად ეძლევა 120 წამი. თუ ამ დროში მოთამაშე არ დაბრუნდება მაგიდასთან, მას თამაში წაგებულად ჩაეთვლება.
    ♦ თამაშის რეიკი (მომსახურების საკომისიო) შეადგენს პოტის 0.5%-ს.
    ♦ მინიმალური ფსონი – 0.20 ლარი
    ♦ მაქსიმალური ფსონი – 1000 ლარი

    კომბინაციები და მათი გათამაშების წესები:
    ♦ „მალიუტკა“ - ხუთი ერთნაირი „მასტის“ კომბინაცია.
    • თუ მოთამაშეს მაგიდის შექმნისას მონიშნული აქვს "მალიუტკა ურიგოდ”, კომბინაცია "მალიუტკის" სვლა ხდება ურიგოდ.
    • თუ მონიშნულია "მალიუტკა რიგით”, მოთამაშე ელოდება სვლისთავის რიგს.
    ♦ „ბურა“ - ხუთი კოზირის კომბინაცია.
    • „ბურას“ სვლა ხდება ურიგოდ.
    • იმ შემთხვევაში, როცა მოთამაშეს აღმოაჩნდება „ბურა“, სამ-კარტა ბურასგან განსხვავებით, იგი ხელს არ იგებს, მაგრამ მიაქვს მოწინააღმდეგის მიერ იმ სვლაში ჩამოსული ყველა კარტი.

    ნარდის წესები

    ნარდი

    ევროპაბეთზე გთავაზობთ სამი ტიპის ნარდს:
    • ქართული ნარდი
    • გრძელი ნარდი
    • საერთაშორისო ნარდი

    წესები და პირობები:

    დავის წესი:
    • ქართული: 2/3/4/5/6
    • საერთაშორისო: 2/4/8/16/32/64

    ჯაკობის წესი:
    თამაშის განმავლობაში ჯაკობის წესი გამოიყენება მხოლოდ ერთხელ. ამ წესით სარგებლობისას, ქულების ანგარიში განსხვავდება დავის ქვის გამოყენების მიხედვით:
    • თუ დავის კუბი იქნა გამოყენებული:
    o ოინი = 1 ქულა
    o მარსი = 2 ქულა
    o კოქსი = 3 ქულა
    • თუ დავის კუბი გამოყენებული არ იქნა:
    o მარსი = 1 ქულა
    o კოქსი = 1 ქულა

    ბივერის წესი:
    • დავის თქმა შესაძლებელია მოწინააღმდეგის სვლამდე.
    • მოთამაშეს შეუძლია დავის გაორმაგება მოწინააღმდეგის მიერ შეთავაზებული დავის დროს.

    კროუფორდის წესი:
    • კროუფორდის წესი გამოიყენება მხოლოდ მატჩებში.
    • თუ რომელიმე მოთამაშეს მატჩის მოსაგებად დარჩენილი აქვს 1 ქულა, არც-ერთ მოთამაშეს არ აქვს უფლება გამოიყენოს დავის კუბი მიმდინარე თამაშში. შემდგომ ხელში დავის კუბის გამოყენება შესაძლებელია.

    საერთაშორისო ნარდი:
    • თამაშს იწყებს მოთამაშე, რომელიც გააგორებს უფრო მაღალ კამათელს და პირდაპირ აკეთებს სვლას უკვე გაგორებული კომბინაციით.
    • მატჩის დროს მომდევნო ხელს იწყებს ის მოთამაშე, რომელიც გააგორებს მაღალ კამათელს , მიუხედავად იმისა, მან მოიგო თუ არა წინა ხელი.


    ქართული ნარდი
    • თამაშს იწყებს მოთამაშე, რომელიც გააგორებს უფრო მაღალ კამათელს . მას ენიჭება პირველი გაგორების უფლება.
    • მატჩის დროს მომდევნო ხელს იწყებს ის მოთამაშე, რომელმაც მოიგო წინა ხელი.


    ქვის მოკვლა-გადათამაშება:
    • ქართულ ნარდში მოთამაშეს არ აქვს უფლება მოკლას და დამალოს ქვა საკუთარ „კარში“.
    • საერთაშორისო ნარდში მოთამაშე არ არის შეზღუდული მოკვლის შემდეგ დამალვის წესით.

    შემთხვევები, როდესაც თამაში ითვლება წაგებულად:
    • წაგებულად ჩაითვლება თამაში, თუ მოთამაშე დაასრულებს ან გამოვა მაგიდიდან აქტიური თამაშის მსვლელობისას.
    • წაგებულია თამაში,თუ მოთამაშე ტოვებს მაგიდას და არ ელოდება მოწინააღმდეგის სვლას ან თამაშის შეფერხების შემთხვევაში მოწინააღმდეგის დროის ამოწურვას.
    • დაუშვებელია ბრაუზერის თუ კომპიუტერის გამორთვით თამაშის ხელოვნურად შეწყვეტა - ამ შემთხვევაში თამაში წაგებულია.

    ინტერნეტის გათიშვა:
    • თუ თამაშის მსვლელობისას ერთ-ერთ მოთამაშეს ექმნება ინტერნეტის პრობლემა -ინტერნეტი შეუფერხებლად არ მიეწოდება ან ვერ უკავშირდება ნარდის სერვერს - ის ეთიშება თამაშს.
    • ასეთ შემთხვევაში მოთამაშეს ეძლევა 120 წამი იმისთვის რომ, დაბრუნდეს მაგიდაზე და თამაში გააგრძელოს.
    • თუ მოცემული დროის განმავლობაში მოთამაშე ვერ დაბრუნდება თამაშში, პარტია ავტომატურად წაგებულად ჩაეთვლება.


    პრობლემების გაგზავნა:
    • თუ თამაშის დროს გაგიჩნდათ რაიმე პრობლემა ან ტექნიკური ხარვეზი, აუცილებლად უნდა დააფიქსიროთ ეს შემთხვევა:
    1. დააჭირეთ ღილაკს "!", რომელიც განთავსებულია სათამაშო მაგიდის ზედა მარჯვენა კუთხეში, ან ღილაკს "F4" თქვენს კლავიატურაზე და თქვენი პრობლემა ავტომატურად დაფიქსირდება ჩვენს ტექნიკურ ჯგუფთან.
    2. შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე და შეგვატყობინეთ პრობლემის შესახებ.



    რეიკი:
    ფსონირეიკი
    0,20 – 30,00 ლ5 %
    30,01+ ლ4 %


    მინიმალური სისტემური მოთხოვნები:
    • CPU - P4 2.0 GHz
    • RAM - 768 MB
    რეკომენდებული სისტემური მოთხოვნები:
    • CPU - Dual Core
    • RAM - 2 GB
    • თამაშისას არ არის სასურველი სხვა პროგრამების გამოყენება პარალელურ რეჟიმში

    გრძელი ნარდი

    თამაშის მიზანია მოთამაშემ შეიყვანოს ყველა ქვა თავის სახლში და შემდეგ გამოიყვანოს იქიდან. ვინც პირველი გამოიყვანს ყველა ქვას, ის არის გამარჯვებული.
    თამაშს იწყებს ის, ვინც უფრო მაღალ კამათელს გააგორებს.
    მოთამაშეს არ შეუძლია ქვა დასვას იმ ადგილზე, სადაც მოწინააღმდეგის ქვა დევს.
    თამაშის დაწყებისას მოთამაშეს შეუძლია მხოლოდ ერთი ქვით სვლა. გამონაკლისია შემთხვევა, თუ მოთამაშე გააგორებს 6:6-ს, 4:4-ს ან 3:3-ს. ასეთ დროს მოთამაშეს შეუძლია ორი ქვის თამაში.

    თუ მოთამაშეს გაგორებული კამათლიდან მხოლოდ ერთის თამაშის საშუალება აქვს, მაშინ მან უნდა ითამაშოს აუცილებლად დიდი ნომინალის კამათელი.
    თამაშის ფინალური სტადიაა ქვების სახლიდან გამოსვლა. ქვების გამოსვლა ხდება ჩვეულებრივი ნარდის წესების მიხედვით.
    გრძელ ნარდში მოქმედებს დავის ქართული წესები.

    თამაშის შედეგი:
    ოინი - როდესაც სახლიდან გამოხვალ ყველა ქვას, ხოლო მოწინააღმდეგე გამოსულია ერთ ქვას მაინც, ფასობს 1 ქულით;
    მარსი - როდესაც სახლიდან გამოხვალ ყველა ქვას, ხოლო მოწინააღმდეგეს არ ჰყავს ყველა ქვა სახლში შეყვანილი, ფასობს 2 ქულით;
    სახლის მარსი - როდესაც სახლიდან გამოხვალ ყველა ქვას, ხოლო მოწინააღმდეგე შესულია სახლში, ფასობს 3 ქულით;
    კოქსი - როდესაც სახლიდან გამოხვალ ყველა ქვას, ხოლო მოწინააღმდეგეს ერთი ქვა მაინც აქვს დარჩენილი საწყის მეოთხედში, ფასობს 4 ქულით.

    დომინოს წესები

    დომინოში სულ მონაწილეობს 28 ქვა. თითოეული მოთამაშე თამაშს იწყებს 7-7 ქვით, დანარჩენი 14 კი რჩება მაგიდაზე, რომელსაც ე.წ. “ბაზარს” ეძახიან.
    თამაშის დასაწყებად აუცილებელია უმაღლესი წყვილის ქვა 6/6. იმ შემთხვევაში, თუ არცერთ მოთამაშეს არ ჰყავს ეს ქვა (6/6), მაშინ თამაში იწყება იმ უმაღლესი წყვილი ქვით, რომელიც ექნება ერთ-ერთ მოთამაშეს: 5/5, 4/4, 3/3, 2/2, 1/1 ან 0/0.
    მას შემდეგ, რაც დაიდება პირველი ქვა, დგება მეორე მოთამაშის რიგი, რომლის დადებული ქვის ერთი ბოლო უნდა შეესაბამებოდეს ბოლო წყვილ ქვას.
    წყვილი ქვის ორივე მხარეს, ქვების ჰორიზონტალურად დადების შემდეგ, მისი გამოყენება შეიძლება ვერტიკალური მიმართულებითაც, ანუ დომინოს ქვები შეიძლება დაიდოს ოთხივე მხარეს. ეს შეეხება მხოლოდ პირველ დუბლს, შემდგომში გამოყენებული დუბლი აღარ ითამაშება ისე, როგორც პირველი.
    პირველი სვლის უფლება გადადის გამარჯვებულ მოთამაშესთან, თუმცა პირველი სვლის უფლება შეიძლება გადადიოდეს ორივე მოთამაშესთან, იმის მიხედვით, თუ რომელი გაიმარჯვებს მიმდინარე რაუნდში. ყოველი შემდგომი რაუნდის დაწყება შესაძლებელია ნებისმიერი ქვით. ყოველი რაუნდის შემდეგ, მოგებულ მოთამაშეს ემატება ქულები, ანუ იმ ქვის (ან ქვების) ჯამი, რომელიც დარჩება წაგებულ მოთამაშეს ხელში. ამ ქვის (ან ქვების) ჯამი მრგვალდება 5-ის ჯერადამდე და ემატება ქულების საერთო რაოდენობას. მაგ: 6/5+3/2=16=20 ე.ი. რაუნდში გამარჯვებული მოთამაშის ქულების რაოდენობას ემატება 20 ქულა.
    ამ თამაშში მთლიანი ქულა გამოითვლება დადებული ქვის ყველა ღია ბოლოთი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ხუთის ჯერადი. მოთამაშის მიერ ქვის დადების შემდეგ, ხდება ქვების ღია ბოლოების რიცხვთა დაჯამდება. თუ ეს ჯამი არის ხუთის ჯერადი (5, 10, 15, 20 და ა.შ), მაშინ მოთამაშეს ემატება ეს ქულა. თუ დამაბოლოებელი ქვა არის დუბლი, მაშინ ქვის ორივე მხარე ჯამდება.
    თუ თამაშის მსვლელობისას, თქვენ აღარ აღმოგაჩნდათ ხელში შესაფერისი ქვა, რომელიც შეესაბამება მაგიდაზე დადებულს, მაშინ შეგიძლიათ აიღოთ ქვა „ბაზრიდან“ მანამდე, სანამ არ მოიძებნება შესაბამისი. თუ ქვის დამატებისას „ბაზარში“ არ რჩება მეტი ქვა (მინიმუმ ორი) და თქვენ არ შეგიძლიათ თამაშის გაგრძელება, მაშინ სვლის უფლება გადადის მოწინააღმდეგესთან. თამაში გრძელდება მანამ, სანამ მოთამაშეებს შეეძლებათ ქვების დადება. თუ რომელიმე მათგანი ჩავიდა ყველა ქვას, მიმდინარე რაუნდი სრულდება.
    იმ შემთხვევაში თუ ორივე მოთამაშეს ჰყავს ქვა, მაგრამ არც ერთ მათგანს არ შეუძლია სვლის გაკეთება, მაშინ რაუნდი იკეტება და ხდება ქულების დათვლა. რაუნდის დაკეტვას მეორენაირად „რიბა„ ეწოდება. ამ შემთხვევაში მოგებულად ითვლება მოთამაშე, რომელსაც აღმოაჩნდება ნაკლები ქულების რაოდენობის ქვები. პირველი სვლის უფლება მომდევნო რაუნდში ენიჭება იმ მოთამაშეს, რომელმაც დაკეტა თამაში (თამაში არ იკეტება წყვილი ქვით).
    თუ რომელიმე მოთამაშეს აქვს დაგროვილი ქულების საკმარისი რაოდენობა თამაშის დასასრულებლად, მაგრამ რაუნდი დაიკეტა, თამაში არ ითვლება დასრულებულად და გრძელდება იქამდე, სანამ რომელიმე მოთამაშე არ გამოიყენებს ყველა ქვას.
    თამაში გრძელდება 355-მდე, 255-მდე, 175-მდე ან 75-მდე. მოგებულად ითვლება ის მოთამაშე, რომელიც პირველი დააგროვებს ამ ქულებს (ან უფრო მეტს).
    მოგებულისთვის გადაცემულ მოგებას აკლდება, მომსახურების თანხა 0.5%.
    მინიმალური ფსონი – 0.20 ლარი
    მაქსიმალური ფსონი – 1000 ლარი.
ევროპაბეთი იყენებს ქუქი ფაილებს. ეს საშუალებას გვაძლევს ვებგვერდი იყოს კომფორტული და მოსახერხებელი