ლაივ ჩატი

    იმისთვის, რომ გაიაროთ რეგისტრაცია, შედიხართ საიტზე www.europebet.com, აკლიკებთ რეგისტრაციის ღილაკს, სადაც იშლება ველები, რომელთა შევსება სავალდებულოა.

    • ველში „მომხმარებელი“, წერთ მომხმარებლის სახელს (რომელიც გსურთ, რომ გქონდეთ სისტემაში შესასვლელად. მომხმარებლის სახელი შეიძლება შედგებოდეს ლათინური ასოების, ციფრებისა და სიმბოლოებისგან, გარდა მძიმისა ‘’,‘’)
    • ველში „პაროლი“, წერთ თქვენთვის სასურველ პაროლს (პაროლი უნდა შედგებოდეს, სულ მცირე, 6 სიმბოლოსგან. გამოიყენეთ მთავრული ასოების, ციფრებისა და სიმბოლოების კომბინაცია)
    • ველში „გაიმეორეთ პაროლი“, იმეორებთ მეორე ველში მითითებულ პაროლს
    • ველში „სახელი“, აუცილებელია შეივსოს პირადი ინფორმაცია და უთითებთ თქვენს სახელს
    • ველში „გვარი“, წერთ თქვენს გვარს
    • ველებში „დღე“, „თვე“, „წელი“, „სქესი“, წერთ თქვენი დაბადების დღეს, თვეს, წელსა და სქესს
    • ველში „მისამართი“, აუცილებელია ჩაწეროთ თქვენი იურიდიული მისამართი
    • ველში „ქალაქი“ სავალდებულოა ქალაქის მითითება, ხოლო მის გვერდით ავტომატურად მოცემულია თბილისის საფოსტო კოდი (თუ იცით თქვენი უბნის საფოსტო კოდი, გთხოვთ, მიუთითოთ)
    • ველში „ქვეყანა“, მისათითებელია ქვეყანა
    • ველში „მობ. ნომერი“, აუცილებელია ჩაწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია -მოქმედი ტელეფონის ნომერი
    • ველში „ელფოსტა“, უნდა აკრიფოთ მოქმედი ელფოსტა
    • ველში „პირადი ნომერი“, წერთ პირადობის მოწმობაში/პასპორტში მითითებულ პირად ნომერს
    *რეგისტრაციამდე აუცილებლად გაეცანით წესებსა და პირობებს. შემდეგ კი, დააკლიკეთ ღილაკს „რეგისტრაცია“.

    თუ გსურთ თქვენს მიერ მითითებული ინფორმაციის რედაქტირება, ამისთვის აუცილებელია გახსნათ www.europebet.com ჩაწერეთ რეგისტრაციისას მითითებული მომხმარებლის სახელი და პაროლი და დააჭირეთ ღილაკს „შესვლა“. მონიტორის მარჯვენა მხარეს დააჭირეთ ღილაკს "ანგარიში", ხოლო შემდეგ გახსენით ველი „პროფილის რედაქტირება“. შეგიძლიათ შეცვალოთ სახელი, გვარი, სქესი, მისამართი, საფოსტო ინდექსი, ქვეყანა, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი, ქალაქი,ელ-ფოსტა და პირადი ნომერი. ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში დააჭირეთ ღილაკს "პროფილის განახლება," რათა თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია იქნეს შენახული. გაითვალისწინეთ,რომ მონაცემების ცვლილება შესაძლებელია მანამ, სანამ ანგარიში არ არის ვერიფიცირებული.

    ანგარიშის ვერიფიკაციის შემდეგ მონაცემების შესაცვლელად გთხოვთ, დაგვიკავშირდით:

    • (+995 32) 2 194-000
    • (+995 32) 2 470-909

    გახსენით www.europebet.com , ჩაწერეთ რეგისტრაციის დროს მითითებული მომხმარებლის სახელი და პაროლი და დააჭირეთ ღილაკს „შესვლა“. მონიტორის მარჯვენა ზედა კუთხეში დაინახავთ ღილაკს “ანგარიში”, რაც აუცილებელია გაიხსნას, თუ გსურთ შეცვალოთ პაროლი. აირჩიეთ ღილაკი „პაროლის შეცვლა“.

    იხსნება სამი გრაფა:
    • ველში „ძველი პაროლი“ წერთ აქტიურ პაროლს, რომლითაც ამ მომენტამდე სარგებლობთ
    • ველში „ახალი პაროლი“ წერთ სასურველ ახალ პაროლს, რაც გსურთ, რომ გქონდეთ სისტემაში შესასვლელად
    • ველში „ახალი პაროლის დადასტურება“ იმეორებთ იმ პაროლს, რაც მიუთითეთ ველში „ახალი პაროლი“

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პაროლი უნდა შედგებოდეს, სულ მცირე, 6 ლათინური სიმბოლოსგან, ასევე მთავრული (დიდი) ასოებისა და ციფრების კომბინაციისგან. ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „შეცვლა“.

    ინფორმაცია პაროლის ცვლილების შესახებ გამოვა თქვენს ეკრანზე.

    იმისთვის, რომ აღადგინოთ პაროლი, გახსენით www.europebet.com; დააკლიკეთ ხელი პაროლის ჩასაწერ გრაფაში მოთავსებულ ღილაკს „აღდგენა“. საიტზე მოცემულია პაროლის აღდგენის ორი მეთოდი: აღდგენა ელფოსტით და სმს-ით.

    პაროლის აღდგენის მეთოდს ირჩევთ თქვენ თვითონ. მითითებული ველების სწორად შევსება სავალდებულოა პაროლის აღსადგენად.

    პაროლის აღდგენა ელფოსტით:

    ამ მეთოდის არჩევისას, ეკრანზე გამოჩნდება გრაფა, სადაც უნდა ჩაწეროთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელექტრონული ფოსტა და დააკლიკოთ ღილაკს „აღმდგენი ელფოსტის გაგზავნა“.
    რეგისტრაციის დროს მითითებულ ელფოსტის მისამართზე, მოგივათ პაროლი შესაცვლელი ბმულით.
    დააკლიკეთ ბმულს და გადადით ღილაკზე „პაროლის აღდგენა“.
    მიუთითოთ ახალი სასურველი პაროლი და გაიმეოროთ ის.
    მონაცემების შეყვანის შემდეგ, დააკლიკეთ ღილაკს „გაგრძელება“.
    ახალი პაროლის დადასტურების შემდეგ, ეკრანზე გამოისახება პროფილზე შესვლის ველი, სადაც თავიდან უნდა მიუთითოთ თქვენი მომხმარებლის სახელი და განახლებული პაროლი.

    პაროლის აღდგენა სმს-ით:

    • გრაფაში “მობილური ტელეფონის ნომერი“, მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი
    • გრაფაში „მომხმარებელი“, მიუთითეთ მომხმარებლის სახელი
    • გრაფაში „პირადი ნომერი“, მიუთითეთ თქვენი პირადი ნომერი

    დააკლიკეთ ღილაკს „SMS-ის გაგზავნა“
    ინფორმაცია პაროლის აღდგენის შესახებ, გამოჩნდება ეკრანზე. სმს-ით მიიღებთ შეტყობინებას - ბმულს, რომელზე გადასვლითაც, შესაძლებლობა გეძლევათ, აკრიფოთ თქვენთვის სასურველი ახალი პაროლი, გაიმეოროთ ის და დააჭიროთ ღილაკს „ცვლილება“.

    იმისთვის, რომ აღადგინოთ მომხმარებლის სახელი, გახსენით www.europebet.com , დააკლიკეთ მომხმარებლის ჩასაწერ ველში მოთავსებულ ღილაკს „აღდგენა“. აირჩიეთ მომხმარებლის სახელის აღდგენის ორი მეთოდიდან ერთ-ერთი: აღდგენა ელფოსტით ან აღდგენა სმს-ით.

    მომხმარებლის სახელის აღდგენა ელფოსტით

    • პირველ გრაფაში უთითებთ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელფოსტას
    • მეორე გრაფაში წერთ საიტზე მოცემულ უსაფრთხოების კოდს და აკლიკებთ ხელს „აღდგენას“.
    ინფორმაცია მომხმარებლის სახელის აღდგენის შესახებ გამოჩნდება ეკრანზე

    მომხმარებლის სახელის აღდგენა სმს-ით

    გახსენით www.europebet.com, დააკლიკეთ ხელი მომხმარებლის ჩასაწერ ველში მოთავსებულ ღილაკს „აღდგენა“, აირჩიეთ მომხმარებლის აღდგენა სმს-ით.

    • პირველ გრაფაში წერთ რეგისტრაციის დროს მითითებულ მობილურის ნომერს
    • მეორე გრაფაში წერთ თქვენს პირად ნომერს
    • მესამე გრაფაში მიუთითეთ საიტზე მოცემული უსაფრთხოების კოდი და დააჭირეთ ღილაკს „აღდგენა“

    ინფორმაცია მომხმარებლის სახელის აღდგენის შესახებ გამოჩნდება ეკრანზე

    იმისთვის, რომ განათავსოთ ფსონი Europebet.com-ის ონლაინ ტოტალიზატორში, გახსენით www.europebet.com, ჩაწერეთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი და გადადით სპორტის გვერდზე. აირჩიეთ გუნდი ან პოზიცია. თქვენ მიერ არჩეული გუნდები თუ პოზიციები თავისი კოეფიციენტებით გამოჩნდება მონიტორის მარჯვენა ზედა კუთხეში. მის ქვევით კი, ცარიელ გრაფაში, სადაც მითითებულია თანხა, ჩაწერეთ ის თანხა, რისი განთავსებაც გსურთ და ხელი დააჭირეთ „დადებას“, შემდეგ - „დადასტურებას“, დაელოდეთ რამდენიმე წამი, რათა გამოჩნდეს თქვენ მიერ გაკეთებული ბილეთი.

    ბევრჯერ ნუ ეცდებით ბილეთის დადასტურებას. თუ მითითებული გაქვთ ბილეთის დადასტურება, მოთმინებით დაელოდეთ ეკრანზე თქვენ მიერ შევსებული ბილეთის გამოჩენას.

    განთავსებული ბილეთები შეგიძლიათ ნახოთ ბილეთების ისტორიაში. სპორტის გვერდზე, მარჯვნივ, დააჭირეთ ღილაკს „ისტორია“. გამოჩნდება წინა და მიმდინარე დღის ბილეთი/ბილეთები.

    თუ გსურთ, გარკვეული პერიოდით ადრე განთავსებული ბილეთის ნახვა, ამისათვის უნდა მიუთითოთ სასურველი თარიღები. მოცემულია ორი გრაფა: ერთში წერია წინა დღის რიცხვი, ხოლო მეორეში მიმდინარე დღის. იმ გრაფაში, რომელშიც წინა დღის რიცხვი წერია, დააკლიკეთ მაუსის მარცხენა ღილაკს, გამოგიტანთ მიმდინარე თვის კალედარს სრულად აირჩიეთ სასურველი თარიღი, სისტემა კი გამოგიტანთ ყველა იმ ბილეთს, რომელიც განთავსებული გაქვთ მითითებული რიცხვიდან დღემდე.

    ნარინჯისფრად მონიშნულია აქტიური ბილეთები, მწვანედ მოგებული, ხოლო წითლად წაგებული ბილეთები.

    თუ გსურთ განთავსებული ბილეთის დეტალების ნახვა, დააკლიკეთ უშუალოდ ბილეთის სტატუსის („აქტიური“, „მოგებული“ „წაგებული“) გვერდით ისარს.

ევროპაბეთი იყენებს ქუქი ფაილებს. ეს საშუალებას გვაძლევს ვებგვერდი იყოს კომფორტული და მოსახერხებელი