ლაივ ჩატი

    ქუქი (Cookies) ფაილები Europebet-ზე

    რა არის ქუქი ფაილები?

    ქუქი ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომელსაც თქვენი ბრაუზერი (მაგალითად ინტერნეტ ექსპლორერი ან საფარი) ინახავს თქვენს კომპიუტერში. ეს ფაილები ვებსაიტებს საშუალებას აძლევს კონტენტი მოარგოს მომხმარებელს. ქუქი ფაილები შეგიძლიათ აღიქვათ როგორც ვებსაიტის მეხსიერება, რომელიც გამოიცნობს როდის ბრუნდებით და შესაბამისად რეაგირებს.

    როგორ იყენებს Europebet-ის ვებგვერდი ქუქი ფაილებს?

    Europebet-ის ვებგვერდზე ვიზიტისას შესაძლებელია შემდეგი ქუქი ფაილების გენერირება:

    • ვებგვერდის მუშაობის ქუქი ფაილები
    • ანონიმური ანალიტიკის ქუქი ფაილები
    • ჯეოლოკაციის ქუქი ფაილები
    • სარეგისტრაციო ქუქი ფაილები
    • სარეკლამო ქუქი ფაილები
    • მესამე მხარის სარეკლამო ქუქი ფაილები

    გვერდის მუშაობის ქუქი ფაილები

    ამ ტიპის ქუქი ფაილები იმახსოვრებს Europebet-ის გვერდზე თქვენს პრეფერენციებს. ასე რომ, თქვენ არ გჭირდებათ საიტზე ყოველი შესვლისას ყველაფრის ხელახლა დაყენება. მაგალითად, ვებსაიტის ენა.

    ანონიმური ანალიტიკის ქუქი ფაილები

    ყოველთვის როდესაც მომხმარებელი ვებგვერდს სტუმრობს, სხვა ორგანიზაციის მიერ მოწოდებული პროგრამა აგენერირებს "ანონიმური ანალიტიკის ქუქი ფაილებს". ქუქი ფაილები მიუთითებენ, მანამდე სტუმრობდით თუ არა საიტს. თქვენი ბრაუზერი გვიკარნახებს გაქვთ თუ არა ქუქი ფაილები, და თუ არ გაქვთ ახალს გამოიმუშავებს. ეს საშუალებას მოგვცემს გავიგოთ რამდენი მომხმარებელი გვყავს და რამდენად ხშირად სტუმრობენ გვერდს. თუ Europebet-ის გვერდზე შემოსული არ ხართ (ანგარიშით), ჩვენ ვერ გამოვიყენებთ ქუქი ფაილებს პერსონალური იდენტიფიცირებისთვის. ქუქი ფაილებს ვიყენებთ სტატისტიკისთვის, მაგალითად, თუ გვინდა გავიგოთ გვერდზე ვიზიტორების რაოდენობა. თუ შემოსული ხართ თქვენი სახელით, ჩვენ ვიცით თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემების შესახებ, როგორიცაა მომხმარებლის სახელი და ელ-ფოსტის მისამართი.

    გეოლოკაციის ქუქი ფაილები

    ქუქი ფაილებს იყენებს პროგრამა, რომელიც ცდილობს თქვენი ლოკაციის დადგენას იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მიიღო თქვენი ბრაუზერიდან, როდესაც შემოხვედით ვებგვერდზე. ქუქი ფაილი სრულიად ანონიმურია და მას მხოლოდ ჩვენი კონტენტის მიზნობრიობისთვის ვიყენებთ: მაგალითად, თუ რომელ ენაზე უნდა დაინახოთ მთავარი გვერდი - ქართულად, რუსულად თუ ინგლისურად.

    სარეგისტრაციო ქუქი ფაილები

    როდესაც დარეგისტრირდებით Europebet-ზე, გამომუშავდება ის ქუქი ფაილები, რომელიც გვამცნობს შემოხვედით თუ არა საიტზე. ჩვენი სერვერები ქუქი ფაილებს იყენებს იმისთვის, რომ დაადგინოს, რომელი ანგარიშიდან შემოხვედით და გაქვთ თუ არა ამ კონკრეტული სერვისით სარგებლობის უფლება. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი სარეგისტრაციო ქუქი ფაილებიდან, ანალიტიკური ქუქი ფაილებით, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია იმის დასადგენად, თუ რომელი გვერდები მოინახულეთ Europebet-ის გვერდზე.

    მესამე პირების ქუქი ფაილები

    ჩვენი ვებგვერდის ზოგიერთ გვერდზე შესაძლოა სხვა ორგანიზაციებმაც დააყენონ ანონიმური ქუქი ფაილები. მათი მიზანია თავიანთი აპლიკაციის წარმატების დადგენა ან ამ აპლიკაციის თქვენზე მორგება. ქუქი ფაილების მუშაობის გათვალისწინებით, ჩვენს ვებგვერდს ამ ქუქი ფაილებთან წვდომა არ აქვს, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციებს არ აქვთ წვდომა იმ მონაცემებზე, რასაც ჩვენს ვებგვერდზე ვიყენებთ.

    როგორ გამოვრთოთ ქუქი ფაილები?

    როგორც წესი შეუძლებელია ბრაუზერს შეუჩეროთ ქუქი ფაილების მიღება ან კონკრეტული ვებგვერდიდან შეაჩეროთ ქუქი ფაილების მიღება. ამასთან, ჩვენ ვერ დაგპირდებით რომ თუ ქუქი ფაილების გამოყენების გარეშე შემოხვედით, შეძლებთ კომენტარების დატოვებას.
    ყველა თანამედროვე ბრაუზერი საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ ქუქი ფაილების პარამეტრებით. პარამეტრები შეგიძლიათ ნახოთ თქვენი ბრაუზერის მენიუში. პარამეტრების უკეთ გასაცნობად ესტუმრეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებს ან გამოიყენეთ ღილაკი "დახმარება" თქვენს ბრაუზერში.

    • Cookie settings in Internet Explorer
    • Cookie settings in Firefox
    • Cookie settings in Chrome
    • Cookie settings in Safari web and iOS.

    სასარგებლო ბმულები

    თუ გსურთ მეტი გაიგოთ ქუქი ფაილების და ინტერნეტში მათი გამოყენების შესახებ, ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:

    Microsoft Cookies guide
    All about Cookies
ევროპაბეთი იყენებს ქუქი ფაილებს. ეს საშუალებას გვაძლევს ვებგვერდი იყოს კომფორტული და მოსახერხებელი